მარტივი დაარქივება

sudo tar cvf book.tar text.txt

ანუ: text.txt -> book.tar

sudo (Superuser Do): - - - ანიჭებს მომხმარებელს ადმინისტრაციულ (root) უფლებებს. ეს საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საქაღალდეში ფაილების ჩაწერის ან წაკითხვის შეზღუდვები გაქვთ.

tar (Tape Archive): - - - ძირითადი პროგრამა, რომელიც გამოიყენება ფაილების ერთ არქივში გასაერთიანებლად ( კომპრესიის გარეშე ).

  • c (Create): - - - (--create) — ეუბნება ბრძანებას, რომ ახალი არქივი უნდა შეიქმნას.
  • v (Verbose): - - - (--verbose) — პროცესის მიმდინარეობისას ეკრანზე გამოაქვს დეტალური ინფორმაცია (იმ ფაილების სიას, რომლებიც არქივში ემატება).
  • f (File): - - - (--file) — მიუთითებს, შემდეგი სიტყვა იქნება შესაქმნელი არქივის სახელი (book.tar).
  • book.tar და text.txt: - - - book.tar არის საბოლოო არქივის სახელი, რომელიც შეიქმნება, ხოლო text.txt არის საწყისი ფაილი, რომელსაც არქივში ამატებთ.

კომპრესიით (შეკუმშვა)

მოცემული ბრძანება წინა ვარიანტისგან განსხვავებით არა მხოლოდ აერთიანებს ფაილს არქივში, არამედ კუმშავს მას gzip ალგორითმის გამოყენებით:

sudo tar cvfz book.tar.gz text.txt

ანუ: text.txt -> book.tar.gz

დეტალურად ახალი დროშა და მთლიანი სტრუქტურა ასე გამოიყურება:

  • z (Gzip compression): - - - (--gzip) — ეუბნება tar ბრძანებას, რომ არქივის შექმნის პარალელურად ფაილი შეკუმშოს gzip მეთოდით, რათა მისმა ზომამ დისკზე ნაკლები ადგილი დაიკავოს.
  • cvfz ერთად: - - - დროშები c, v, f და z ერთმანეთზეა მიბმული: იქმნება არქივი (c), მიმდინარეობს პროცესის ჩვენება (v), იქმნება მითითებული სახელით (f) და ერთდროულად იკუმშება (z).
  • book.tar.gz და text.txt: - - - book.tar.gz არის უკვე შეკუმშული არქივის სახელი
    (ხშირად ამ ფორმატს tgz-ადაც მოიხსენიებენ.
    gz -შეიძლებოდა არ მიგვეწერა, ეს ერთგვარი აღმნიშვნელია იმისა რომ ეს ფაილი შეკუმშულია), ხოლო text.txt არის საწყისი ფაილი.

შემოწმება

არქივის წარმატებით შექმნისა და მისი შეკუმშული ზომის შესამოწმებლად გაუშვით ბრძანება ls -lh

.

დირექტორიის დაარქივება:

დავაარქივე პაპკა რომელიც იყო ~/Documents დირექტორიაში. და დაარქივებული ფაილი, სახელად direqtoria შეიქმნა სადაც ახლა ვიმყოფები იმ კატალოგში( desktop ).

boy@boy-Machine:~/Desktop$ sudo tar cvfz direqtoria.tar.gz ~/Documents/papka/

../Downloads/direqtoria.tar.gz - - - ამ მისამართზე შეიქმნას არქივი :

boy@boy-Machine:~/Desktop$ sudo tar cvfz ../Downloads/direqtoria.tar.gz ~/Documents/papka/

არქივის შიგთავსის ნახვა. ( ანუ რა ფაილებია შიგნით ):

tar -tf direqtoria.tar.gz

.

ამოარქივება:

1. როდესაც არქივი შეკუმშლი არაა. .tar

sudo tar xvf book.tar - - -

2. როდესაც არქივი შეკუმშლია .tar.gz

sudo tar xvfz book.tar.gz - - -
ანალოგიურად, როგორც შექმნისას, აქაც თითოეული ასო ასრულებს თავის როლს:

  • x (Extract): - - - (--extract) — ეუბნება tar ბრძანებას, რომ არქივიდან ფაილების ამოღება (ამოარქივება) სურს.
  • v (Verbose): - - - (--verbose) — პროცესის მიმდინარეობისას ეკრანზე გამოაქვს იმ ფაილების სია, რომლებიც არქივიდან იხსნება.
  • f (File): - - - (--file) — მიუთითებს საარქივო ფაილის სახელს, რომელთანაც ოპერაცია უნდა შესრულდეს.
  • z (Gzip): - - - (--gzip) — ავტომატურად ხსნის gzip-ით გაკეთებულ შეკუმშვას გახსნის პროცესშივე.

3. მისამართების გაწერა:

მაგალითად როდესაც desktop -დან გვინდა ფაილის Document საქაღალდეში გადმოვაარქივოთ:

tar xvfz direqtoria.tar.gz --directory=../Documents/    - სწორია
tar xvfz direqtoria.tar.gz --directory=~/Documents/     - არასწორია

../Documents/ ამის მაგივრად რომ ჩაგვეწერა ~/Documents/ შეცდომას ამოაგდებდა, რადგან:

tar ბრძანება (და ზოგადად ლინუქსის მრავალი ბრძანება) tilde-ს (~) არ ხსნის ავტომატურად, როდესაც ის მიბმულია დროშის ტოლობის ნიშნულთან (--directory=~/Documents). tar ეძებს ზუსტად სახელად ~-იან ფოლდერს და არა მომხმარებლის მთავარ (Home) დირექტორიას.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ სრული მისამართი (/home/boy/...) ან უბრალოდ ტალღის ნიშანი ცალკე:

tar xvfz direqtoria.tar.gz -C ~/Documents/
  • -C დროშა: - - - (--directory-ს მოკლე ფორმა) — ეუბნება tar-ს, რომ არქივი უნდა გახსნას მითითებულ მისამართზე.
  • მთავარი მისამართი:
    იმისათვის, რომ ~ სწორად გაიშალოს, უმჯობესია გამოიყენოთ -C ~/Documents/ ფორმატი (სივრცით გამოყოფილი და არა ტოლობით მიბმული).