16:00 - Часть 2 - YouTube

ფაილური სისტემის უფლებების მართვა Linux-ში

UNIX - ის სისტემებში წვდომის უფლებების მართვა არ არის “ჯადოქრობა”, არამედ წინასწარ გათვლილი ლოგიკური სისტემაა.
ფაილებისა და კატალოგების უფლებების განაწილება Linux-ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უსაფრთხოების ფუნქციაა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ ვის რა ტიპის წვდომა აქვს კონკრეტულ ობიექტზე.
გამონაკლისს წარმოადგენს root მომხმარებელი, რომელსაც სრული წვდომა აქვს სისტემის ყველა ფაილზე, მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა.

უფლებების ძირითადი ტიპები: rwx

  1. Read (r) — კითხვა
  • ფაილებისთვის: შინაარსის ნახვა, ზომის და თარიღის გაგება.
  • საქაღალდეებისთვის: მასში არსებული ფაილების სიის ნახვა.
  • მოწყობილობებისთვის: მონაცემების წაკითხვა (მაგ. მაუსის მოძრაობის ან პრინტერის სტატუსის მიღება).
  1. Write (w) — ჩაწერა
  • ფაილებისთვის: შინაარსის შეცვლა, დამატება ან წაშლა.

  • საქაღალდეებისთვის: ახალი ფაილის შექმნა, არსებულის გადარქმევა ან წაშლა.

    მნიშვნელოვანია: ფაილის წაშლა დამოკიდებულია არა თავად ფაილის, არამედ იმ საქაღალდის უფლებებზე, რომელშიც ის დევს.

  1. Execute (x) — შესრულება / გაშვება
  • ფაილებისთვის: პროგრამის ან სკრიპტის(შესრულებადი ფაილის) გაშვება.
  • საქაღალდეებისთვის: მასში შესვლის (ნავიგაციის) უფლება. თუ საქაღალდეს არ აქვს x უფლება, თქვენ მასში ვერ შეხვალთ, მაშინაც კი, თუ შიგნით არსებულ ფაილებზე კითხვის უფლება გაქვთ.
    მთხვევაში — მასში შესვლის და ფაილებზე წვდომის საშუალება.

მომხმარებელთა სამი ტიპი

Linux-ის ოპერაციულ სისტემაში მომხმარებელთა სამი ტიპი არსებობს:

  • root (ინგლ. root — ძირი) — სუპერმომხმარებელი, UNIX-ის მსგავს სისტემებში არსებული ანგარიში, რომლის მფლობელსაც ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ყველა ოპერაციის შესრულების უფლება აქვს. სისტემაში თავიდანვეა წარმოდგენილი. UID (მომხმარებლის იდენტიფიკატორი). root მომხმარებელს აქვს იდენტიფიკატორი 0.

  • სისტემური მომხმარებლები — სისტემური პროცესები, რომლებსაც აქვთ ანგარიშები ფაილებსა და კატალოგებზე წვდომის უფლებებისა და პრივილეგიების სამართავად. იქმნება სისტემის მიერ ავტომატურად. UID მერყეობს 1-დან 100-მდე.

  • ჩვეულებრივი მომხმარებლები — სისტემის მართვაზე დაშვებული მომხმარებლების ანგარიშები. იქმნება სისტემური ადმინისტრატორის მიერ. UID იწყება 1000-დან.

მომხმარებელთა კატეგორიები:

  1. User (მფლობელი / Owner - u): - - - კონკრეტული მომხმარებელი ( ლოგინით, პაროლით და ავტომატური ID-ით). პირი, რომელიც ფლობს ფაილს (უმეტესად მისი შემქმნელია).
  2. Group (ჯგუფი - g): - - - მომხმარებელთა ჯგუფი (ახალი მომხმარებლის შექმნისას სისტემა ავტომატურად უქმნის მისი სახელის მქონე ჯგუფს).
  3. Other (სხვები - o): - - - ყველა დანარჩენი მომხმარებელი, ვინც არ არის ფაილის მფლობელი და არ შედის შესაბამის ჯგუფში.

უფლებების ნახვა ( სტატუსის შემოწმება ):

უფლებების ნახვა (ls -l)
ბრძანება ls -l გამოჰყავს 9-ნიშნა სიმბოლური რიგი (მაგალითად: -rwxr-xr--):

  • პირველი სიმბოლო (-): ფაილის ტიპი ( - = ფაილი, d = დირექტორია).
  • ჯგუფი 1 (rwx): მფლობელის (User) ნებართვები.
  • ჯგუფი 2 (r-x): ჯგუფის (Group) ნებართვები.
  • ჯგუფი 3 (r--): სხვების (Others) ნებართვები.
  • შენიშვნა: ბრძანება ls -lc გამოიყენება ფაილის ატრიბუტების (უფლებების) ბოლო ცვლილების დროის სანახავად.

გამოდის რომ ჩვენ ფაილებზე, უფლების მხრივ არის 3 ტიპის ადამიანები. თავისი უფლებებით.
user, group, others.
მაგალითად: ls -l :


.

ფაილის მფლობელის შეცვლა: chown

ფაილის ნებართვების მართვა Linux-ის ფუნდამენტური ნაწილია.

ბრძანებასინტაქსიმნიშვნელობა
chmodchmod [mode] ფაილიChange Mode. ცვლის ფაილის ნებართვებს
( წაკითხვა r, ჩაწერა w, შესრულება x ).
chownchown [მფლობელი:ჯგუფი] ფაილიChange Owner. ცვლის ფაილის ან დირექტორიის მფლობელსა და ჯგუფს.
sudosudo ბრძანებაSuper User Do. ასრულებს ბრძანებას სუპერმომხმარებლის (root) პრივილეგიებით.

ბრძანება chown (Change Owner) გამოიყენება ფაილის ან საქაღალდის მფლობელისა და ჯგუფის შესაცვლელად.

  • სინტაქსი1: chown user file
  • სინტაქსი: chown user:group file
  • მაგალითი: sudo chown giorgi:family photo.jpg
    • ამით photo.jpg-ის მფლობელი გახდება “giorgi”, ხოლო ფაილი მიებმება “family” ჯგუფს.
  • სინტაქსი: (მხოლოდ გრუპის შეცვლა)
    • chown :group_name file
    • : - - - ორწერტილი გამყოფია უსერსა და გრუპას შორის.

უფლებების შეცვლა: chmod ბრძანება

ბრძანება chmod (Change Mode) ყველაზე მნიშვნელოვანია.
მისი დახმარებით ფაილს ვაქცევთ შესრულებად/Executable ფაილად , რომლის მერე შეიძლება გაშვება.
უფლებების მინიჭება ხდება ორი გზით:

  • ციფრული
  • სიმბოლური.

1. სიმბოლური მეთოდი:

  • სინტაქსი: chmod [კატეგორია][მოქმედება][უფლება] ფაილის_სახელი
  • კატეგორიები: - - - u (owner), g (group), o (others), a (all - ყველა ერთად).
  • მოქმედებები: - - - + (დამატება), - (წართმევა), = (ზუსტი მინიჭება).
    • მაგალითი1: chmod ug+x file1 - - - მფლობელს და ჯგუფს ემატება გაშვების უფლება. მრავალი წესის გადაბმა შესაძლებელია მძიმით, ხოლო ფაილების სივრცით გამოყოფა.
    • მაგალითი2: chmod g+w file.txt - - - იმ ჯგუფს, რომელიც ამჟამად მითითებულია როგორც file.txt ფაილის მფლობელი ჯგუფი (Group Owner) , დაემატება ჩაწერის უფლება.
    • მაგალითი3 !!!( უფლების წართმევა/გამოკლება ): chmod o-r file.txt - - - other გრუპის მომხმარებლებს გამოვაკელით/წავართვით კითხვის უფლება.
    • მაგალითი 4 !!!: chmod g+rw,o+r ttt - - - ttt ფაილზე, უფლებები გავწერეთ შემდეგ ნაირად:
      • მფლობელების გრუპას მივეცით უფლება ჩაწერა და კითხვის. ( g+rw )
      • other მომხმარებლებს - მხოლოდ წაკითხვის უფლება: ( o+r )
    • მაგალითი5 !!! : chmod +x <file_name> - - - თუ კატეგორიას არ მივუთითებთ , ბრძანება ავტომატურად ვრცელდება ყველა კატეგორიაზე ერთდროულად: მფლობელზე (u), ჯგუფზე (g) და სხვებზე (o). შედეგად, ამ ფაილის გაშვება (execution) ყველას შეეძლება.
      • გაითვალისწინეთ, რომ ფაილის რეალურად გასაშვებად, x (executable) უფლებასთან ერთად, აუცილებელია r (read / წაკითხვის) უფლებაც ჰქონდეს იმავე მომხმარებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა სკრიპტს ან პროგრამას მაინც ვერ წაიკითხავს და არ გაუშვებს.

2. ციფრული (ოქტალური) მეთოდი:

  • სინტაქსი შედგება სამი ციფრისგან (მფლობელი, ჯგუფი, დანარჩენები):
  • 7 = rwx (4+2+1)
  • 6 = rw- (4+2)
  • 5 = r-x (4+1)
  • 4 = r— (4)
  • 0 = --- (არანაირი უფლება)

მაგალითად1: chmod 750 file1 ( მფლობელს — rwx, ჯგუფს — r-x, დანარჩენებს — არაფერი ).

მაგ2: chmod 777 file2 - - - - ( ყველას (მფლობელს — rwx, ჯგუფს — rwx, დანარჩენებს — rwx) ყველაფრის უფლებას აძლევს )

სპეც სიმბოლოები s და t :

ლინუქსის ფაილურ სისტემაში s და t არის სპეციალური უფლებები (Special Permissions), რომლებიც სტანდარტულ rwx (read, write, execute) უფლებებს ემატება და გამოიყენება უსაფრთხოებისა და წვდომის კონტროლისთვის.

1. სიმბოლო s (SUID და SGID)

29:00 - უფლებები და პრივილეგიები - YouTube

სიმბოლო s შეიძლება გამოჩნდეს მფლობელის (user) ან ჯგუფის (group) შესრულების უფლების ადგილას:

  • SUID (Set User ID): თუ მფლობელის ადგილას წერია s (მაგ: -rwsr-xr-x), ეს ნიშნავს, რომ როდესაც ნებისმიერი მომხმარებელი გაუშვებს ამ შესრულებელ ფაილს, პროგრამა გაშვების მომენტში იღებს არა ამ მომხმარებლის, არამედ ფაილის მფლობელის (Owner/Root) უფლებებს. კლასიკური მაგალითია /usr/bin/passwd, სადაც ჩვეულებრივ მომხმარებელს სჭირდება სისტემურ ფაილში (/etc/shadow) პაროლის შეცვლა, რასაც მხოლოდ root-ი აკეთებს.
  • SGID (Set Group ID): თუ ის ჯგუფის პოზიციაზეა, ხოლო დირექტორიას აგდია, ამ დირექტორიაში შექმნილი ახალი ფაილები და ქვე-საქაღალდეები მემკვიდრეობით მიიღებენ მამა დირექტორიის ჯგუფს და არა დამქმნელი მომხმარებლის პირად ჯგუფს.
  • მნიშვნელობა (s vs S):
  • პატარა s ნიშნავს, რომ შესრულების (x) უფლებაც აქტიურია.
  • დიდი S ნიშნავს, რომ შესრულების (x) უფლება გამორთულია და მხოლოდ სპეც-უფლებაა ძალაში.

2. სიმბოლო t (Sticky Bit)

სიმბოლო t ყოველთვის იწერება ბოლო პოზიციაზე — სხვების (Others) შესრულების უფლების ადგილას (მაგ: -rwxrwxrwt).

  • დანიშნულება: ძირითადად გამოიყენება საზიარო დირექტორიებისთვის (როგორიცაა /tmp). როდესაც საქაღალდეს უყენია Sticky Bit, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია იქ ფაილების შექმნა და წერა, მაგრამ მხოლოდ თავის საკუთარ ფაილებს წაშლის ან გადაარქვამს სახელს. სხვის შექმნილ ფაილს სხვები ვერ წაშლიან, მიუხედავად იმისა, რომ საქაღალდეზე ყველას წერის უფლება (w) აქვს.
  • მნიშვნელობა (t vs T):
  • პატარა t ნიშნავს, რომ სხვებს შესრულების (x) უფლებაც აქვთ.
  • დიდი T ნიშნავს, რომ შესრულების (x) უფლება გამორთულია.

მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა

სანამ უფლებებს გავცემთ, ჯერ სუბიექტები უნდა შევქმნათ.

  • useradd / adduser: ახალი მომხმარებლის შექმნა.
    • მაგალითი: sudo adduser giorgi (შექმნის მომხმარებელს და მოგთხოვთ პაროლის დაყენებას).
  • userdel / deluser - მომხმარებლის წაშლა
    • მაგალითი: sudo userdel giorgi (წაშლის მომხმარებელს).
  • usermod: მომხმარებლის მონაცემების/პარამეტრების შეცვლა (მაგალითად, ჯგუფში დამატება).
    • მაგალითი: sudo usermod -aG family giorgi (დაამატებს გიორგის “family” ჯგუფში).
  • passwd - მომხმარებლის პაროლის შექმნა
    • მაგალითი: sudo passwd giorgi (შეცვლის ან დაუყენებს პაროლს მომხმარებელს).
  • groupadd: ახალი ჯგუფის შექმნა.
    • მაგალითი: sudo groupadd family
  • groupdel : - удаление группы.
    • მაგალითი: sudo groupdel family (წაშლის მითითებულ ჯგუფს).
  • gpasswd : - ჯგუფზე პაროლის დაყენება
    • მაგალითი: sudo gpasswd family (დაუყენებს პაროლს ჯგუფს).
  • groupmod : - изменение параметров группы.
    • მაგალითი: sudo groupmod -n new_family family (შეუცვლის სახელს ჯგუფს).

5. სპეციალური უფლება: sudo

თუ მომხმარებელს არ აქვს უფლება სისტემურ ფაილზე, ის იყენებს sudo (SuperUser Do) ბრძანებას, რათა დროებით იმოქმედოს “Root” (ადმინისტრატორის) სახელით.


ახალი მომხმარებლის შექმნისას რამდენიმე პარამეტრი ავტომატურად განისაზღვრება. ფაილში /etc/passwd იქმნება ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს მომხმარებლის სახელს, საშინაო კატალოგს, UID-სა და GID-ს. კატალოგში თავსდება საკომანდო გარსის (shell) ინიციალიზაციის ფაილები. ყველაფრის მითითება შესაძლებელია ხელითაც, დამატებითი ოპციების გამოყენებით. ოპციების სიის ნახვა შესაძლებელია ბრძანებით useradd --help ან useradd -h.

useradd -h
 
გამოყენება: useradd [არჩევნები/პარამეტრები] მომხმარებლის_სახელი
useradd -D
useradd -D [არჩევნები/პარამეტრები]
 
პარამეტრები:
-b, --base-dir ბაზ_კატ             ახალი მომხმარებლის ანგარიშის საშინაო (საოჯახო) კატალოგის საბაზო კატალოგი
-c, --comment კომენტარი           ახალი მომხმარებლის ანგარიშის GECOS ველი
-d, --home-dir დომ_კატ            ახალი მომხმარებლის ანგარიშის საშინაო კატალოგი
-D, --defaults                    useradd-ის ნაგულისხმევი პარამეტრების ჩვენება ან შეცვლა
-e, --expiredate დატ_უსტ          ახალი მომხმარებლის ანგარიშის ძალის დაკარგვის (ვადის გასვლის) თარიღი
-f, --inactive არააქტივობა        ახალი მომხმარებლის ანგარიშის პაროლის არააქტიურობის პერიოდი
-g, --gid ჯგუფი                    ახალი მომხმარებლის ანგარიშის პირველადი ჯგუფის სახელი ან ID
-G, --groups ჯგუფები              ახალი მომხმარებლის ანგარიშის დამატებითი ჯგუფების სია
-h, --help                        მოცემული შეტყობინების ჩვენება და მუშაობის დასრულება
-k, --skel კაბ_შაბ                ალტერნატიული შაბლონების კატალოგის გამოყენება
-K, --key გასაღები=მნიშვნელობა   ნაგულისხმევი მნიშვნელობის შეცვლა /etc/login.defs-იდან
-l, --no-log-init                 მომხმარებლის არ დამატება lastlog და faillog მონაცემთა ბაზებში
-m, --create-home                 მომხმარებლის საშინაო კატალოგის შექმნა
-M, --no-create-home              მომხმარებლის საშინაო კატალოგის არ შექმნა
-N, --no-user-group               მომხმარებლის სახელის იდენტური ჯგუფის არ შექმნა
-o, --non-unique                  განმეორებადი (არაუნიკალური) UID-ით მომხმარებლების შექმნის უფლება
-p, --password პაროლი             ახალი მომხმარებლის ანგარიშის დაშიფრული პაროლი
-r, --system                      სისტემური ანგარიშის შექმნა
-R, --root კატ_chroot             კატალოგი, რომელშიც ხორციელდება chroot
-s, --shell გარსი                  ახალი მომხმარებლის ანგარიშის სარეგისტრაციო გარსი (shell)
-u, --uid UID                     ახალი ანგარიშის მომხმარებლის ID
-U, --user-group                  მომხმარებლის სახელის იდენტური ჯგუფის შექმნა
-Z, --selinux-user SEUSER         მითითებული SEUSER-ის გამოყენება მომხმარებლის SELinux შესაბამისობისთვის

რეკურსიული მართვა და Sticky Bit

  • რეკურსიულად შეცვლა (-R): პაპკის და მის შიგნით არსებული ყველა ობიექტის უფლებების ერთდროულად შესაცვლელად გამოიყენება -R პარამეტრი (მაგ: chmod -R 770 /path/to/dir). კატალოგის დესკრიპტორის სანახავად გამოიყენება ls -ld.
  • Sticky Bit (t / T): თუ კატალოგზე დაყენებულია Sticky Bit, მის შიგნით არსებული ფაილის წაშლა ან გადარქმევა მხოლოდ მის რეალურ მფლობელს შეუძლია (მიუხედავად იმისა, რომ სხვებსაც აქვთ პაპკაში ჩთვის უფლება).
  • ციფრული ფორმატით დასაყენებლად წინ ეწერება დამატებითი ციფრი 1 (მაგ: chmod 1770 dir).
  • სიმბოლური ფორმატით: chmod +t dir.