მარტივი დაარქივება
sudo tar cvf book.tar text.txtანუ: text.txt -> book.tar
sudo (Superuser Do): - - - ანიჭებს მომხმარებელს ადმინისტრაციულ (root) უფლებებს. ეს საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საქაღალდეში ფაილების ჩაწერის ან წაკითხვის შეზღუდვები გაქვთ.
tar (Tape Archive): - - - ძირითადი პროგრამა, რომელიც გამოიყენება ფაილების ერთ არქივში გასაერთიანებლად ( კომპრესიის გარეშე ).
- c (Create): - - - (
--create) — ეუბნება ბრძანებას, რომ ახალი არქივი უნდა შეიქმნას. - v (Verbose): - - - (
--verbose) — პროცესის მიმდინარეობისას ეკრანზე გამოაქვს დეტალური ინფორმაცია (იმ ფაილების სიას, რომლებიც არქივში ემატება). - f (File): - - - (
--file) — მიუთითებს, შემდეგი სიტყვა იქნება შესაქმნელი არქივის სახელი (book.tar). - book.tar და text.txt: - - -
book.tarარის საბოლოო არქივის სახელი, რომელიც შეიქმნება, ხოლოtext.txtარის საწყისი ფაილი, რომელსაც არქივში ამატებთ.
კომპრესიით (შეკუმშვა)
მოცემული ბრძანება წინა ვარიანტისგან განსხვავებით არა მხოლოდ აერთიანებს ფაილს არქივში, არამედ კუმშავს მას gzip ალგორითმის გამოყენებით:
sudo tar cvfz book.tar.gz text.txtანუ: text.txt -> book.tar.gz
დეტალურად ახალი დროშა და მთლიანი სტრუქტურა ასე გამოიყურება:
- z (Gzip compression): - - - (
--gzip) — ეუბნებაtarბრძანებას, რომ არქივის შექმნის პარალელურად ფაილი შეკუმშოსgzipმეთოდით, რათა მისმა ზომამ დისკზე ნაკლები ადგილი დაიკავოს. - cvfz ერთად: - - - დროშები
c,v,fდაzერთმანეთზეა მიბმული: იქმნება არქივი (c), მიმდინარეობს პროცესის ჩვენება (v), იქმნება მითითებული სახელით (f) და ერთდროულად იკუმშება (z). - book.tar.gz და text.txt: - - -
book.tar.gzარის უკვე შეკუმშული არქივის სახელი
(ხშირად ამ ფორმატსtgz-ადაც მოიხსენიებენ.
gz-შეიძლებოდა არ მიგვეწერა, ეს ერთგვარი აღმნიშვნელია იმისა რომ ეს ფაილი შეკუმშულია), ხოლოtext.txtარის საწყისი ფაილი.
შემოწმება
არქივის წარმატებით შექმნისა და მისი შეკუმშული ზომის შესამოწმებლად გაუშვით ბრძანება
ls -lh
.
დირექტორიის დაარქივება:
დავაარქივე პაპკა რომელიც იყო ~/Documents დირექტორიაში. და დაარქივებული ფაილი, სახელად direqtoria შეიქმნა სადაც ახლა ვიმყოფები იმ კატალოგში( desktop ).
boy@boy-Machine:~/Desktop$ sudo tar cvfz direqtoria.tar.gz ~/Documents/papka/../Downloads/direqtoria.tar.gz - - - ამ მისამართზე შეიქმნას არქივი :
boy@boy-Machine:~/Desktop$ sudo tar cvfz ../Downloads/direqtoria.tar.gz ~/Documents/papka/არქივის შიგთავსის ნახვა. ( ანუ რა ფაილებია შიგნით ):
tar -tf direqtoria.tar.gz.
ამოარქივება:
1. როდესაც არქივი შეკუმშლი არაა. .tar
sudo tar xvf book.tar - - -
2. როდესაც არქივი შეკუმშლია .tar.gz
sudo tar xvfz book.tar.gz - - -
ანალოგიურად, როგორც შექმნისას, აქაც თითოეული ასო ასრულებს თავის როლს:
- x (Extract): - - - (
--extract) — ეუბნებაtarბრძანებას, რომ არქივიდან ფაილების ამოღება (ამოარქივება) სურს. - v (Verbose): - - - (
--verbose) — პროცესის მიმდინარეობისას ეკრანზე გამოაქვს იმ ფაილების სია, რომლებიც არქივიდან იხსნება. - f (File): - - - (
--file) — მიუთითებს საარქივო ფაილის სახელს, რომელთანაც ოპერაცია უნდა შესრულდეს. - z (Gzip): - - - (
--gzip) — ავტომატურად ხსნისgzip-ით გაკეთებულ შეკუმშვას გახსნის პროცესშივე.
3. მისამართების გაწერა:
მაგალითად როდესაც desktop -დან გვინდა ფაილის Document საქაღალდეში გადმოვაარქივოთ:
tar xvfz direqtoria.tar.gz --directory=../Documents/ - სწორია
tar xvfz direqtoria.tar.gz --directory=~/Documents/ - არასწორია../Documents/ ამის მაგივრად რომ ჩაგვეწერა ~/Documents/ შეცდომას ამოაგდებდა, რადგან:
tar ბრძანება (და ზოგადად ლინუქსის მრავალი ბრძანება) tilde-ს (~) არ ხსნის ავტომატურად, როდესაც ის მიბმულია დროშის ტოლობის ნიშნულთან (--directory=~/Documents). tar ეძებს ზუსტად სახელად ~-იან ფოლდერს და არა მომხმარებლის მთავარ (Home) დირექტორიას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეთ სრული მისამართი (/home/boy/...) ან უბრალოდ ტალღის ნიშანი ცალკე:
tar xvfz direqtoria.tar.gz -C ~/Documents/- -C დროშა: - - - (
--directory-ს მოკლე ფორმა) — ეუბნებაtar-ს, რომ არქივი უნდა გახსნას მითითებულ მისამართზე. - მთავარი მისამართი:
იმისათვის, რომ~სწორად გაიშალოს, უმჯობესია გამოიყენოთ-C ~/Documents/ფორმატი (სივრცით გამოყოფილი და არა ტოლობით მიბმული).